შპს ავერსი - რაციონალი

სიახლეები

საერთაშორისო სარეიტინგო ასოციაციამ "ავერსი-რაციონალი" წლის ლიდერ კომპანიად დაასახელა

ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის საორგანიზაცოი კომიტეტმა წლის საუკეთესო კომპანიად "ავერსი-რაციონალი" დაასახელა და საერთაშორისო სერტიფიკატი გადასცა ნომინაციით  - "მუდმივი ლიდერი". დაჯილდოების ცერემონიალი 14 დეკემბერს გაიმართა.

იხილეთ ვრცლად

"ავერსი-რაციონალი" "მხოლოდ ქართულის" გულშემატკივარია

"ავერსი-რაციონალს" ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროექტის - "მხოლოდ ქართულის" მონაწილეები და ორგანიზატორები ეწვივნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ფარმაცევტული საწარმო, სადაც ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქცია იქმნება.

იხილეთ ვრცლად

"ავერსი-რაციონალმა" ქართული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა

20 აპრილს "ავერსი-რაციონალში" საინტერესო, მხიარული და ორიგინალური საინფორმაციო ტური გაიმართა. საწარმოს 50-მდე კომპანიის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

იხილეთ ვრცლად

175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები "ავერსი-რაციონალს" ეწვივნენ

საგანმანათლებლო სისტემაში შესანიშნავი ტრადიცია დამკვიდრდა - სკოლის მოსწავლეები შემეცნებითი ექსკურსიების ეგიდით უკვე არა მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობას და  ღირსშესანიშნაობებს, არამედ ადგილობრივ წარმოებასაც ეცნობიან.

იხილეთ ვრცლად

ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეები "ავერსი-რაციონალს" ესტუმრნენ

22 მარტს "ავერსი-რაციონალს" ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეები ეწვივნენ. მოზარდებმა დაათვალიერეს ლაბორატორია, საწარმოო და სასაწყობე ზონები და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ შინ.

იხილეთ ვრცლად

„ავერსმა“ 2017 წელი შეაჯამა

განვლილი წლის ხალისიან გარემოში შეფასება, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა და დაჯილდოება „ავერსის“ ტრადიციად იქცა. გრანდიოზულ კორპორაციულ წვეულებაზე ავერსელები უკვე მეთხუთმეტედ შეიკრიბნენ. ღონისძიება 13 იანვარს, „ჰილსაიდ ივენთ ჰოლში“ გაიმართა.

იხილეთ ვრცლად

"ავერსი" და "ავერსი–რაციონალი" ინოვაციებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგნენ

29 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე ბათუმი სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობდა. კონფერენცია, სახელწოდებით "მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი", აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა. ორგანიზატორთა შორის იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, "ბაუ ინტერნეშენალ უნივერსიტეტი ბათუმი" და საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია.

იხილეთ ვრცლად

"ავერსი-რაციონალს" ქუთაისის ა.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ

მომხმარებლის ინტერესი "ავერსის" წარმოების მიმართ სულ უფრო იზრდება – "ავერსი-რაციონალს" ხშირად სტუმრობენ სკოლებისა და ინსტიტუტების, ასევე კერძო ორგანიზაციების, შოუ-ბიზნესისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ექსკურსიებზე ვიზიტორებს საწარმოს ისტორიას, წარმატებებსა და მიღწევებს დეტალურად აცნობენ. მათ შესაძლებლობა ეძლევათ დაათვალიერონ ლაბორატორია და საწარმოო ზონები.

იხილეთ ვრცლად