გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეების არქივი

გამოკითხვა

როგორც შეაფასებთ ,,ავერსი-რაციონალის“ მედიკამენტების ხარისხს/ეფექტურობას?

“ავერსმა” 2016 წელი საზეიმოდ დაასრულა

კომპანია “ავერსის” თანამშრომლები უკვე მეთოთხმეტედ შეიკრიბნენ განვლილი წლის შესაფასებლად, საუკეთესოთა გამოსავლენად და მათ წასახალისებლად. კორპორატიული წვეულება 21 იანვარს კლუბ-რესტორან “ტრიუმფში” გაიმართა.

კომპანიის დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ ავერსელებს 2017 წლის დადგომა მიულოცა:
— გაისად კიდევ მეტი შრომა მოგვიწევს. ყველას მადლობას გიხდით, ვინც როგორც 2016 წელს, ისე “ავერსის” არსებობის მთელი ოცდაორი წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობდა, ვინც თავისი პროფესიონალიზმითა და საქმიანობით მცირე წვლილი მაინც შეიტანა კომპანიისა და მთელი ქვეყნის წარმატებაში... ვიმედოვნებ, 2017 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება ყოველი თქვენგანისთვის როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაშიც.
ახალი წლის შემობრძანება, შობისა და ნათლისღების დღესასწაულები “ავერსის” თანამშრომლებს კიდევ ერთმა ღვაწლმოსილმა თანამშრომელმა, იდეა “ავერსის” ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა ნიკოლოზ კურტანიძემ მიულოცა:
— ახალი წლის პირველი დღეები ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში. სწორედ ამ დროს დგება ჟამი შეფასებისა და გადაფასების, ახალის დაგეგმვისა და წამოწყების... უკვე წლებია, “ავერსი” აღარ არის ერთი ოჯახის საქმიანობა. ჩვენს საქმეს საქვეყნო საქმე ჰქვია, ამიტომ ბეწვის ხიდად იქცა ჩვენი შრომა. 
ავერსული საღამოს გაძღოლა ამავე კომპანიის თანამშრომლებმა — ია ახალაიამ და ნიკოლოზ ფურცელაძემ იკისრეს, რამაც წვეულებაზე კიდევ უფრო თბილი და შინაურული გარემო შექმნა.
საუკეთესო ავერსელების დაჯილდოება, ტრადიციისამებრ, ფარმაცევტებით დაიწყო. ნომინაციებში პირველ ადგილზე გასული ფარმაცევტები და აფთიაქის გამგეები საზღვარგარეთ მოგზაურობით დააჯილდოეს, მეორე და მესამეადგილოსნები — ფულადი პრემიით.
წლის ყველაზე მოღიმარი ფარმაცევტები აღმოჩნდნენ: ნინო ცქიფური აფთიაქ “თრიალეთიდან”, ია კვარაცხელია “ბაჩოდან” და ნინო არველაძე “ხეთაგუროვიდან” (I, II, III ადგილები).
გულისხმიერ ფარმაცევტებად დაასახელეს: ლალი ბოლქვაძე “გლდანი მოლიდან”, ნენო მაისურაძე “ვერიდან” და ხათუნა ბიბილაშვილი “ზედაზენიდან”.
ყველაზე პროფესიონალი ფარმაცევტების სტატუსი დაიმსახურეს ელზა ფოჩხუამ “ფაზისიდან”, ინგა მუჯირმა “ვაკის პარკიდან” და თეა კაპანაძემ “ვარკეთილიდან”.
წლის დებიუტანტი ფარმაცევტი აღმოჩნდა თორნიკე მახარაშვილი აფთიაქ “გვირილადან”, ხოლო დებიუტანტი გამგე — ასმათ რამაზანაშვილი “ყაზბეგიდან”.
წლის საუკეთესო გამგეები გახდენენ: ირინა მიგინეიშვილი აფთიაქ “ქართველიშვილიდან”, თათია ცხვედიანი “ერისთავიდან” და მალხაზ შატაკიშვილი “ფილიპსიდან”.
საუკეთესო აფთიაქების წოდება “კლინიკას”, “გლდანი მოლსა” და “არამიანცს” ერგოთ.
სააფთიაქო ქსელის საუკეთესო უფროსი მენეჯერი გალაქტიონ ლაგვილავა გახდა, პარაფარმაციის საუკეთესო კონსულტანტი — ირინა მამულაშვილი, ხოლო ბუღალტერიის საუკეთესო თანამშრომელი — ელენე ჯიქიძე.
“მის ავერსის აფთიაქი 2016-ის” საპატიო ტიტული თამარ ნასყიდაშვილს მიაკუთვნეს. 
სააფთიაქო ქსელის თანამშრომელთა დაჯილდოების შემდეგ ჯერი ქართული ფარმაცევტული საწარმოს “ავერსი-რაციონალის” თანამშრომლებზე მიდგა.
წლის ყველაზე მეგობრული თანამშრომლის წოდება ირმა თევდორაშვილმა დაიმსახურა, კოლეგიალურისა — ირაკლი ჭიჭინაძემ, შრომისმოყვარისა — დარეჯან დემეტრაშვილმა, პროფესიონალისა — ხატია ილურიძემ, ელეგანტურისა — მედეა ჭაბუკიანმა. 
წარმოების საუკეთესო თანამშრომლად ირმა ჩხაიძე დაასახელეს, ლაბორატორიის საუკეთესო თანამშრომლად — მაკა მიროტაძე, ათწლედის თანამშრომლად — ნატალია ღუდუშაური.
“ავერსი-რაციონალის” საუკეთესო განყოფილება ბუღალტერია აღმოჩნდა. მის “ავერსი-რაციონალის” წოდების მფლობელი — ნინო მუკბანიანი გამოვლინდა.
რეგიონების სააფთიაქო ქსელის გამარჯვებულთა დასახელება ყველაზე გულისხმიერი ფარმაცევტით დაიწყო. ეს ტიტული აფთიაქ “რუსთავი 2-ის” თანამშრომელს ლიანა ლომთაძეს ერგო. ყველაზე გულისხმიერი ლალი ციხელაშვილი (“ბოლნისი”) აღმოჩნდა, ყველაზე პროფესიონალი — ნინო იმერლიშვილი (“თელავი 2”). 
რეგიონებიდან ყველაზე ერთსულოვან გუნდად მიიჩნიეს აფთიაქ “გორი-2-ის” გუნდი, ყველაზე მიზანსწრაფულად – “ლაგოდეხი 2-ისა”. საუკეთესო გამგედ კი “მარნეული-2-ის” გამგე შორენა აზარაშვილი აღიარეს.
საუკეთესო აფთიაქების წოდება “მარნეული 1-სა” და “ყვარელს” ერგოთ. დაცვის საუკეთესო თანამშრომელი აღმოჩნდა ზაზა ფანიაშვილი “გორი-2-დან”, ხოლო პარაფარმაციის საუკეთესო კონსულტანტი — ლია რეხვიაშვილი “მარნეული-2-დან”. “ავერსის” წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო მიიღო თელავის აფთიაქების რეგიონულმა დირექტორმა კობა იორდანიშვილმა.
დაბოლოს, დამარგვინებელი ნომინაციები “ავერსი-ფარმას” მიეძღვნა:
ოპერატორთა ჯგუფის საუკეთესო თანამშრომელი თამარ ბარამია გახდა, ყველაზე მოწესრიგებული — ქეთევან გოგოლაშვილი, ყველაზე პუნქტუალური — მირანდა რუხაძე, სატრანსპორტო ჯგუფის საუკეთესო თანამშრომელი — თეიმურაზ კურტანიძე, საწყობის საუკეთესო თანამშრომელი — ოთარ ბერუაშვილი, ომრონის საუკეთესო წარმომადგენელი — შოთა ლომიძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის საუკეთესო თანამშრომელი — გიორგი ლურსმანაშვილი, იურიდიული სამსახურის საუკეთესო თანამშრომელი — ნინო ბაბულაიძე, შიდა აუდიტის სამსახურის საუკეთესო თანამშრომელი — გოდერძი გვერდწითელი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის საუკეთესო თანამშრომელი — ლალი დათეშიძე, საუკეთესო სამეურნეო მენეჯერი — ლაშა ფირცხალაიშვილი. 
მარკეტინგის განყოფილების ნომინაციები კი ასე განაწილდა:
საუკეთესო დებიუტი — თამთა ბიბიაშვილი; წლის საუკეთესო სამედიცინო წარმომადგენლები რეგიონში: მანანა დარჩია, ინგა ხოზრევანიძე, ეკატერინა შამუგია, გიორგი კირცხალია, გურანდა ჩანგელია, ბელა ჩადუნელი, თინათინ მეგრელაძე, ხატია ღვინიაშვილი, კახა სილაგაძე, ნინო კაკუშაძე, ირინა ბეთლემიძე, ნინო ხაზიური; ყველაზე მეგობრული — მანანა მეიშვილი; წლის საუკეთესო სემინარის ავტორი — ნათია ექვთიმიშვილი; იდეების გენერატორი — ნინო მღვდლიაშვილი; ყველაზე აკადემიური — ირინა ფხალაძე; ყველაზე ელეგანტური — ნინო მოდებაძე; ყველაზე მშრომელი — თეა ჯანჯღავა; ყველაზე კომუნიკაბელური — თამარ გელაშვილი; ყველაზე მიზანსწრაფული — ანი ყიფიანი; წლის საუკეთესო პროდაქტმენეჯერი — თეა კვირკველია; ყველაზე პროფესიონალი — სოფიო მარჯანიშვილი; წლის საუკეთესო სამედიცინო წარმომადგენლები თბილისში — ლალი ივანიშვილი, ირმა ირემაძე, ნათია ნაცვლიშვილი, ნონა ქათამაძე, ნაირა ბალახაშვილი.
წლის საუკეთესო ჯგუფად მესამე მარკეტინგული ჯგუფი მიიჩნიეს, კომპანიის დამფუძნებლის მეუღლემ, ქალბატონმა ნინო ჭარხალაშვილმა კი “მის ავერსი 2016” დაასახელა. ეს ტიტული თამარ აბურჯანიას ერგო. 
წვეულება გიორგი სუხიტაშვილის, ანი კეკუას, დათო გომართელისა და ჯგუფ “გუფი ლენდის” სიმღერებმა გაალამაზა.

ზემოთ