გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეების არქივი

გამოკითხვა

როგორც შეაფასებთ ,,ავერსი-რაციონალის“ მედიკამენტების ხარისხს/ეფექტურობას?

"ავერსი-რაციონალი" "მხოლოდ ქართულის" გულშემატკივარია

"ავერსი-რაციონალს" ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროექტის - "მხოლოდ ქართულის" მონაწილეები და ორგანიზატორები ეწვივნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ფარმაცევტული საწარმო, სადაც ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქცია იქმნება.

"ავერსი-რაციონალის" გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ სტუმრებს წარმოების პროცესი და ლაბორატორია გააცნო, ესაუბრა ქართული პროდუქციის უპირატესობებსა და საწარმოს მუშაობის პრინციპებზე.

- კომპანია "ავერსი" ყოველივე ეროვნულის დიდი ქომაგია. პროექტ "მხოლოდ ქართულსაც" გამორჩეულად გულშემატკივრობს. სატელევიზიო სივრცეში ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ქართული მუსიკის, მრავალხმიანი სიმღერის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და რაც უფრო პოპულარულია, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, ეს ჟღერადობა, ეს უნიკალური მელოდიები დაიკარგოს... ყოველთვის ვამბობთ, რომ ქართველებსაც შეგვიძლია ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, ხოლო იქ, სადაც საქმე ხელოვნებას, სიმღერას ეხება, შეუდარებლები ვართ. საზოგადოდ, გვჯერა, რომ ქართული ყველაფერი საუკეთესოა. ქართველებმა უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის დაფასებაც, საკუთარი სიმდიდრის გაფრთხილებაც და მისი სხვებისთვის ჩვენებაც, – აღნიშნა "ავერსი-რაციონალის" გენერალურმა დირექტორმა.

ტურის შემდეგ სტუმრებს შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

ჟიურის წევრმა, მუსიკოსმა გიორგი უშიკიშვილმა აღნიშნა, რომ ექსკურსიის წყალობით ბევრი ახალი რამ გაიგო:

- როდესაც საკუთარი თვალით ხედავ, რა დახვეწილ ტექნოლოგიებს იყენებენ, როგორი პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს პერსონალი, რა ზედმიწევნით არის დაცული სისუფთავე, ბუნებრივია, პროდუქციასაც მეტად ენდობი. სასიამოვნოა, რომ ჩვენს ქვეყანაში არის საწარმო, რომელიც ევროპულს ტოლს არ უდებს. აღფრთოვანებული ვტოვებ გულთბილ მასპინძლებს.

მუსიკოსმა მარინა ბერიძემ კი გვითხრა, რომ "ავერსი" მისთვის "მშობლიური" კომპანიაა, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს:

- 2006 წლიდან ვთანამშრომლობთ. ვფიქრობ, "ავერსი" განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით, მიზანსწრაფულობითა და საქმისადმი დამოკიდებულებით. ვნატრობ, მთელ ქვეყანაში ისე იყოს ყველაფერი დალაგებული, როგორც "ავერსშია". წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა "ავერსი-რაციონალმა" - სრულიად ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიები და ზედმიწევნით მოწესრიგებული გარემო... ძალიან მიყვარს ეს კომპანია.

"მხოლოდ ქართულის" ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ სოფო ბათილაშვილმა აღიარა, რომ ტურმა კონკურსანტებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა:

- საამაყოა, რომ ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური და მძლავრი ფარმაცევტული საწარმო ქართულია. "ავერსი" იმსახურებს საზოგადოების პატივისცემას და სიყვარულს. თუნდაც ის რად ღირს, რომ საქველმოქმედო ფონდი დააარსა, რომელიც ამდენ გაჭირვებულ ადამიანს უდგას მხარში, ამდენ ეროვნული მნიშვნელობის პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. თავად მე ქართულად სიმღერა "მხოლოდ ქართულმა" დამაწყებინა და შემაყვარა... ამ პროექტში ჩართვის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, ქართული სიმღერები შევქმნა.

"ავერსის" რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ გაცნობითი ხასიათის ტურებს "ავერსი-რაციონალი" ხშირად მართავს, რათა საქართველოს მოსახლეობა დარწმუნებული იყოს ადგილობრივი პროდუქციის მაღალ ხარისხში:

- უკვე 24 წელია, "ავერსი" ქართული ფარმაციის ლიდერია. ის მთლიანად ქართულ კაპიტალზეა დაფუძნებული და, როგორც საზოგადოებამ უკვე იცის, ერთ-ერთი ყველაზე ეროვნული იდეოლოგიის მატარებელი კომპანიაა, ყოველივე ქართულის გულშემატკივარი და ქომაგი. პროექტმა "მხოლოდ ქართულმაც" უწინარესად იმით დაიმსახურა ჩვენი მხარდაჭერა, რომ ქართული კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ახალგაზრდებს ქართული სიმღერის სიყვარულს ასწავლის.

 

შეგახსენებთ, რომ "ავერსი-რაციონალში" დანერგილია საერთაშორისო სტანდარტები - ISO 9001 (Quality management systems- Requirements) და GMP EU (Good Manufacturing Practice European Union). ამჟამად საწარმო 137 დასახელების პროდუქციის 241 პოზიციას აწარმოებს.

ზემოთ