გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

24.05.2017
"ავერსი-რაციონალს" ქუთაისის ა.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ...

გამოკითხვა

როგორც შეაფასებთ ,,ავერსი-რაციონალის“ მედიკამენტების ხარისხს/ეფექტურობას?

  ,,ვერსი-რაციონალიუმაღლესი სტანდარტის გარანტია!

ქართული ფარმაცევტული საწარმოს - “ავერსი-რაციონალის” მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და მთლიანად ევროპელ ექსპერტთა მონაწილეობით განხორციელდა.

“ავერსი-რაციონალი” მსხვილი, ევროპული დონის ფარმაცევტული საწარმოა, რომელიც უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო, ეფექტურ და ხელმისაწვდომ პროდუქციას აწარმოებს, ქმნის სტაბილურ სამუშაო ადგილებს, აფართოვებს წარმოებას, რაც პროდუქციის მოთხოვნაზე ზრდას უკავშირდება.

კომპანიის  შესახებ

  • დაარსების თარიღი - 2002 წ.
  • პირველი პროდუქტი - 2005 წ.
  • საერთო ფართი - 4500 მ2
  • პერსონალი - 400-მდე თანამშრომელი
  • სერტიფიცირება - GMP EU, ISO 9001,  ISO 17025

ძირითადი პრინციპები

  • ხარისხი, უსაფრთხოება,  ეფექტურობა და სანდოობა
  • საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების საკანონმდებლო მოთხოვნების, ასევე სერთაშორისო სტანდარტების  სრული დაცვა
  • მომხმარებელთა  სურვილებისა და მოლოდინის სრულყოფილი ასრულება
  • თანამშრომლებისთვის  უსაფრთხო  სამუშაო ადგილების,  უწყვეტი განათლებისდასტაბილური სოციალური გარემოს უზრუნველყოფა.

ჩვენი პროდუქცია

200-ზე მეტი დასახელების პროდუქტი

სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფები

სხვადასხვა წამლის ფორმები:

  • ტაბლეტები
  • კაფსულები
  • სიროფები, ემულსიები, სუსპენზიები
  • წვეთები, სპრეები
  • საინექციო ხსნარები, ფხვნილები
  • გელები, კრემები

რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე აზიის, აფრიკის და ევროპის  ქვეყნებში.

წარმოება

  • წარმოება  მოწყობილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების GMP EU-სა და ISO 9001-ის  მოთხოვნების შესაბამისად:
  • საწარმოო უბნები განთავსებულია 1800 მ2 და მოიცავს ,,სუფთა“ და ,,კონტროლირებად“ ზონებს.სათავსის სისუფთავის კლასისადმი წაყენებული მოთხოვნები მკაცრად არის განსაზღვრული შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და მათი ზედმიწევნით დაცვა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებისას.
  • შენობის კონსტრუქცია, მასალების ტიპი, საინჟინრო სისტემების შესაძლებლობები სრულად უზრუნველყოფს წარმოებაში მიმდინარე პროცესების იდეალურ სიზუსტესა და შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.
  • განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წარმოებაში  შემავალი ატმოსფერული ჰაერის რამოდენიმე ეტაპიან ფილტრაციას, რაც წარმოებული პროდუქციის ხარისხის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. იფილტრება საწარმოდან გამოსული ჰაერიც, რაც  გარემოს ატმოსფეროს იცავს  დაბინძურებისგან.
  • საწარმოო უბნები აღჭურვილია უმაღლესი დონის თანამედროვე მანქანა–დანადგარებით ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა  გერმანია, აშშ, ინგლისი და იტალია.
  • ფუნქციონირებს როგორც ნახევრად ავტომატური, ასევე ავტომატური საწარმოო ხაზები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ შესაძლო ხარვეზებს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს არსებული პროცესებისა და აქ დამზადებული პროდუქციის მაღალ ხარისხს.
  • წარმოებაში მიმდინარეობს გარემო პირობების მუდმივი მონიტორინგი და  საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესების მრავალეტაპიანი  კონტროლი.
  • განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საწარმოო უბნებზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, აგრეთვე  პერსონალისა და მასალების მოძრაობის წესებს.

ლაბორატორია

  • ულტრათანამედროვე ხარისხის კონტროლის ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია განთავსებულია 750 მ2-ზე და პასუხობს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ საწარმოს მოეთხოვება. აქ ტარდება ყველა ანალიზი, რაც გამოშვებული პროდუქციის ხარისხის ევროპული სტანდარტების მიხედვით  შესამოწმებლად არის საჭირო .
  • ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი მოდელის აპარატურით ისეთი ცნობილი მწარმოებლებისგან, როგორიცაა: Agilent Technologies, Thermo scientific (აშშ); Shimadzu (იაპონია); Erweka, Binder, Sartorius, Carl Zeiss (გერმანია); Mettler Toledo (შვეიცარია); Getinge (შვედეთი) და სხვ.
  • თანამედროვე ხელსაწყოებითა და ამერიკული/ევროპული უმაღლესი ხარისხის რეაქტივების/სტანდარტების გამოყენებით, ლაბორატორია ახორციელებს პროდუქციისა და მასალების სრულ კონტროლს, როგორც ფიზიკურ-ქიმიური, ასევე მიკრობიოლოგიური პარამეტრების მიხედვით.
  • პროდუქციის ხარისხი მოწმდება ყველა ეტაპზე, საჭიროების მიხედვით კი იგი დამატებით იგზავნება ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ლაბორატორიებშიც, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ - საექსპორტო ქვეყნებში.
  • ,,ავერსი-რაციონალის“ ლაბორატორიის კომპეტენტურობა და სანდოობა არაერთგზის არის დადასტურებული, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორის ექსპერტების მიერ.
  • ლაბორატორია აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025-ის მიხედვით, ასევე წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა სახის პროფესიული ტესტირების პროგრამებში ევროპის მასშტაბით (საფრანგეთი, უკრაინა და სხვ).

ხარისხის  სისტემა

  • ,,ავერსი-რაციონალში“ ფუნქციონირებს ეფექტური ხარისხის მართვის სისტემა, რომლის შექმნა და დანერგვა ISO 9001 და GMP EU-ს მოთხოვნების მიხედვით, პირველივე დღიდან მიმდინარეობდა გერმანულ ჰოლდინგ - ,,TŰV SŰD”- თან ერთად.
  • აღნიშნული სისტემა განაპირობებს წარმოებული პროდუქციის სტაბილურად  მაღალ ხარისხს, უსაფრთხოებას და ეფექტურობას, ამიტომაც  ISO და GMP-ის სტანდარტებთან შესაბამისობა  ყოველწლიურად მოწმდება საკონტროლო და სასერტიფიკაციო აუდიტების ფარგლებში,  რასაც ”ავერსი-რაციონალი” დღემდე წარმატებით გადის.
  • ხარისხის სისტემა ითვალისწინებს მომწოდებელთა შერჩევის, მათი აუდიტისა და შემდგომი მონიტორინგის  მკაცრ პროცედურებს, რაც უზრუნველყოფს წარმოებაში გამოყენებული ნედლეულისა და შესაბამისად მზა პროდუქციის ხარისხსა და სანდოობას.
  • ,,ავერსი–რაციონალი“  დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებით, მათ შორის  9 მეცნიერებათა დოქტორი შესაბამის სფეროებში.
  • კომპანიაში დანერგილია პერსონალის შერჩევის და შემდგომი სწავლების მრავალეტაპიანი სისტემა, რომელიც მოიცავს როგორც  ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ კომპეტენციის მუდმივ ამაღლებას სემინარების, კონფერენციების, გამოფენებისა და სტაჟირების მეშვეობით.
  • საწარმოს ხარისხის სისტემა დაფუძნებულია რისკების მართვის პრინციპებზე, რის გამოც პრიორიტეტი ენიჭება პოტენციური დეფექტების  პრევენციას, ვიდრე მათ აღმოჩენას.
  • ჩვენი პროდუქციის ხარისხი და პროცესების სტაბილურობა გარანტირებულია მუდმივად ვალიდირებული სტატუსის მქონე სათავსების, დანადგარების, სისტემებისა და პროცესების საშუალებით.
  • კომპანიაში დანერგილია ერთიანი უნიკალური ელექტრონული სისტემა, რომლითაც პროგრამულად იმართება საწარმოს ყველა პროცესი.
  • ავერსი-რაციონალის ხარისხის მართვის სისტემა მიმართულია მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლებაზე, შესაბამისად, მუდმივი გაუმჯობესება - ჩვენი მთავარი ამოცანაა.

ნოვაციები

,,ავერსი-რაციონალი” დაარსების პირველივე დღიდან გამოირჩევა ინოვაციებით, რაც დღემდე გრძელდება:

  • საწარმოში დაინერგა უნიკალური, ერთიანი კომპიუტერიზებული ფარმაცევტული სისტემა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს კომპანიის ყველა პროცესის ოპერატიულ და ეფექტურ პროგრამულ მართვას.
  • მსგავსი ელექტრონული სისტემების ქონა, მისი მასშტაბების, სირთულისა და მაღალი ფინანსური ღირებულების გამო ჯერ კიდევ მიუწვდომელია არათუ პოსტ საბჭოთა და ამიერკავკასიის, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, მათ შორის ევროპის წამყვანი კომპანიებისთვისაც კი.

მომხმარებელზე ორიენტაცია

  • ,,ავერსი-რაციონალი” მუდმივად ისწრაფვის გაუმჯობესებისკენ და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ, ამიტომ:
  • როგორც საქართველოში, ასევე საექსპორტო ქვეყნებში კომპანია სისტემატიურად ატარებს მომხმარებელთა გამოკითხვას და მედიკამენტების გვერდითი მოვლენების და თერაპიული ეფექტურობის მონიტორინგს.
  • გამოკითხვის შედეგად მომხმარებელებისგან მიღებული თითოეული შენიშვნა, რეკომენდაცია გულდასმით განიხილება კომპანიის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ სამომავლო სტრატეგიისა და განვითარების გეგმის შემუშავებისას, რათა მომხმარებელთა კმაყოფილების დონე ყველა მიმართულებით შეძლებისდაგვარად მაღალი იყოს.
  • სწორად ასეთი მიდგომა განაპირობებს, რომ “ავერსი-რაციონალის” მიერ წარმოებული პროდუქცია სულ უფრო მოთხოვნადია არა მხოლოდ ქართულ, არამედ საზღვარგარეთის ბაზარზეც, რაც მისი მაღალი ხარისხისა და სადნოობის დამსახურება გახლავთ.

 

ავერსი-რაციონალიგისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

 

 

ლოგო:

 PNG   EPS    AI    CDR

 

ზემოთ